- Advertisement -

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება

ქუთაისის მერიამ ლადო ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის 1 583 020 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მოახდინოს.

სატენდერო პირობების თანახმად, უნდა მოხდეს დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა და საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილების დაგება.

ხის ნარგავები ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება. ტროტუარები კი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაიწყო და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

შეგახსნებთ, რომ ასათიანი ქუჩაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა მოსახლეობას წლების განმავლობაში უქმნიდა პრობლემებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება.

Comments
Loading...