- Advertisement -

ქუთაისში აფხაზეთის ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში აფხაზეთის ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ვეტერანთა სკვერში ,ომში დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს მონაწილე მებრძოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეკრიბნენ.

„აფხაზეთის ომმა ბევრი ღია და მოუშუშებელი ჭრილობა დატოვა. ომის დაწყების დღეს კიდევ ერთხელ მოვედით ვეტერანთა მემორიალთან, რათა პატივი მიგვეგო იმ გმირებისადმი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს“ განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვეს გაგრძელდა.

Comments
Loading...