ქუთაისში “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენელსა და ამომრჩველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ნოემბერი, 2018 65 ხმაური იყო ქუათაისის 120-ე საარჩევნო უბანზე. არასამთავრობო ორგნიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენლის და ამომრჩველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადეს, თუმცა ამის შესაძლებლობა შეკამათების შემდეგ არ მიეცათ. “მოხუც დედას რომ შევყვე რა პრობლემაა ყველაფერზე ნუ ქმნით ამბავს. ზეწოლის მოხდენა რომ მინდოდეს სახლში ვერ მოვილაპარაკებთ?! ნუ დგამთ სპექტაკლს”- განაცხადა უბანზე მისულმა ამომრჩეველმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” დამკვირვებლის გრიგოლ გუმბერიძის განცზადებით კი თუ კი არ შეუძლია ადამიანს თავისუფლად გადაადგილება ამისგვის არსებობს გადასატანი ყუთი. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა რაც საქმეაში საარჩევნო უბნის კომისიის წევრები ჩაერივნენ. საბოლოოდ ამომრჩებელი კაბინაში მარტო შევიდა. არჩევნებიქუთაისიშელაპარაკება