ქუთაისში, ბარ “ბუნგალოსთან” სავარაუდოდ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს ქუთაისი დამატების თარიღი 11 ივნისი, 2018 146 ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბარ "ბუნგალოს" მიმდინარე გარე ტერიტპრიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, ბარში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი აიყვანეს. ადგილზე სპეცრაზის, საპატრულო პოლიციის და ექსპერტიზის თანაშრომლები იყვნენ მობილიზებული. ბარში დასაქმებულები აცხადებენ რომ მათ დაინახეს რომ სამარალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს და სავარაუდოდ ის იყო ნარკოდანაშაულში მხილებული პირი.