- Advertisement -

ქუთაისში ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს

ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ირაკლი შენგელიამ და რამაზ ჩხიკვაძემ პროფესიული დღე მიულოცა. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ დროის მემატიანეები უწოდა და ქართულ ჟურნალისტიკის განვითრებაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენი დამსახურებიდან და ღვაწლიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გიწოდოთ დროის მემეტიანეები, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებმაც შეძელით და გასული საუკუნის ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ისტორიად აქციეთ. სწორედ თქვენ ხართ ის პროფესიონალები, რომლებმაც აფხაზეთის ომის ფრაგმენტები და მონაწილე გმირების სახელები საკუთარი სიცოცხლის ფასად თაობებს ისტორიად დაუტოვეთ. ყოველივე ამასთან ერთად თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჟურნალისტიკას არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდეთ.

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. ჩვენი მხრიდან კი შევეცადეთ ერთგვარი ყურადღება და პატივისცემა გამოგვეხატა და პროფესიული დღე მოგველოცა.

გისურვებთ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში,“- აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ შეხვედრაზე.

Comments
Loading...