- Advertisement -

ქუთაისში გარდაცვლილი მუშის ძმა: ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს.

გარაცვლილის ძმის განცხადებით, ობიექტს არ ჰქომდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ამ ობიექტის მშენებლობაზე ადამიანი გარდაიცვალა. ჩემი ძმა ამბობდა,  რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის ზომებს"- განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.

გარდაცვილის ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ.

Comments
Loading...