- Advertisement -

ქუთაისში, გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

ქუთაისში, გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეების განცხადებით, მერიის შეთავაზებას და სამუშაოდ ბაზარში შესვლას ისინი არ აპირებენ.

მათივე თქმით, თავის დროზე ისინი სწორედ ბაზრობიდან გამოვიდნენ და სამუშაოდ გარეთ დადგნენ.

მათივე თქმით, გარემოვაჭრეებს უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, ბანკის ვალები აქვთ და გარევაჭრობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო.

Comments
Loading...