ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილების შეცვლის სამუშაოებს ხმაური მოჰყვა ქუთაისი დამატების თარიღი 15 მარტი, 2018 225 აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლები, წყლმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორ "სმკ" – ს წარმომადგენლებს მუშაობის გაგრძელების საშუალრბას არ აძლევენ. ადგილონრივების განცხადებით 2 წლის წინ შეიცვლა წყლის მილები, ახლა კი ახალი თურქული კომპანია ქუჩას ისევ თავიდნ თხრის და მილების შეცვლს აპირებს. მათი განცხდებით მსგავსად სხვა ქუჩებისა, "სმკ" – სამუშაოებს დაიწყებს და შემდეგ კი გზის საფარის აღდგენა აღარ მოხდება. მოსხლეობამდე ასვლას ვეღარ შეძლებს სასწარაფო სამედიცინო დახმრების ჯგუფებიც. ადგილზე იმყოფებიან კომპანია "სმკ" – წარმომადგენლები, მათი თქმით გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილები დაზიანებულია და ამიტომ ხდება მათი შეცვლა, თუმცა მოსახლეობა ამის საშუალებას არ აძლევთ. ამ დროისთვის აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები შეწყვეტილია.