- Advertisement -

ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ქუთაისში, დილიდან შენობების კედლებზე, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატებია გაკრული.

აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა, მათი თქმით ამით დაირღვა კანონი და სამართალდამცველებს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით დილიდანვე სწავლობენ აღნიშნულ ფაქტს, აცნობეს სამართალდამცველებს და დამნაშავის აღმოჩენის შემთხვევაში დააჯარიმებენ ათასი ლარით.

Comments
Loading...