- Advertisement -

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისის გამო მოძრობა შეიზღუდება

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისის გამო სატრანსპორტო მოძრობა შეიზღუდება. უკვე გადაკეტილია, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცისფერყანწელთა ქუჩა. ღამის საათებიდან, 26 მაისის ჩათლის მოძრაობა შეიზღუდება ცენტრალური მოედნის ტერიტორიასა და ფალიაშვილის ქუჩაზე.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე.

ცენტრალურ ნაწილში ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება პერფორმანსი, მოეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, იქნება წარმოდგენები პანტომიმის და ნიღბების მსახიობების მონაწილეობით, ასევე საბავშვო წარმოდგენები.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

ღონისძიბებისთვის ქუთაისის მერია 7000 ლარს დახარჯავს.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება.

Comments
Loading...