- Advertisement -

ქუთაისში დილიდან საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს ქუთაისში, დილიდან ქალაქის რეაბილოტირებულ უბანში განლაგდა ტენდები, სადაც საახალწლო აქსესუარების და სუვენირების გამოფენა -გაყიდვა მოეწყო.

ცენტრალურ ქუჩებში პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით წარმოდგენები იმართება.

ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მთავარი საახალწლო კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 21 საათზე დაიწყება 12 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Comments
Loading...