- Advertisement -

ქუთაისში, ექსპერტიზის ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე საექსპერტო შესყიდვების თაობაზე.

კერძოდ ჩატარდეს ექსპერტიზა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

Comments
Loading...