- Advertisement -

ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ადგილზე, ადგილობრივ მოსახლოებას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა.გართულებული იყო სამანქანო მოძრაობა და ფეხით გადაადგილება. აქვე რეაბილიტირდება N 36 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზაც . შესაბამისად მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემები აღარ შეექმნებათ.

გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე დაათვალიერა,

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ინფრასტრუქტურული პროექტები , რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი მთავარი პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის. კაპიტალურად კეთდება გზა, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. ასევე მოწმდება სამუშაოებისა და ასფალტის ხარისხი. ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს და მოსახლეობას რეაბილიტაციის პროცესში ნაკლები პრობლემები შეექმნას,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...