- Advertisement -

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ექიმებს პაციენტის ოჯახი უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ხმაური იყო,პაციენტის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ოჯახის წევრების თქმით 31 წლის პაციენტი რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს საავადმყოფოში და ექიმების მიერ სწორად ვერ შეფასდა მისი მდგომარეობა, თავიდან თბილისში გადაყვანის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი ნათესავების დაჟინებული მოთხოვნით გამოიძახეს რეანომობილი, თუმცა ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა. კლინიკაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...