- Advertisement -

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

პაციენტი კლინიკა ,,ბომონდში” 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანა.

პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.

“ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

Comments
Loading...