- Advertisement -

ქუთაისში, ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მცხობრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი განმარტავენ, 31 იანვარს, 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ექიმებმა ოპერაციამდე გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, თუმცა იგივე ექიმებისგან გაიგეს რომ მამაკაცს გული გაუჩერდა.

ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, რადგან მათი ეჭვით ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.

"როცა გვითხრეს მამის გარდაცვალების შესახებ, ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ შეგვატყობინეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ პაცინეტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია"- ამბობს გარდაცვლილის შვილი დავით ლაფერაძე.

გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით ერთ თვეში ელოდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ბადრი ლაფერაძეს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

Comments
Loading...