- Advertisement -

ქუთაისში მერიის სამხედრო სამსახურის ნაწილი დაიწვა

ქუთაისში მერიის სამხედრო სამსახურში ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

სამსახურის უფროსის ვასილ თუთბერიძის განცხადებით დამწვარია სამსახურის უფროსის ოთახი, დოკუმენტების ნაწილი დასველებულია, თუმცა რა ხარისხით არის დაზიანებული დოკუმენტები ამ დროისთვის თუთბერიძეს საუბარი უჭირს. მისივე თქმით ხანძარი სავარაუდოდ დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

Comments
Loading...