ქუთაისში, ნიკეას ქუჩასთან არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა ქუთაისი დამატების თარიღი 20 მარტი, 2018 231 ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავების აქციაში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ. დასუფთავდა ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი, ნიკეას ქუჩასთან არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი მყარი ნარჩენების კომპანია და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისები“ იყო. დასუფთავების აქციები ქუთაისში, სხვადსხვა უბნებში პერმანენტულად გაგრძელდება.