ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მონაკვეთზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა ქუთაისი დამატების თარიღი 4 აპრილი, 2018 228 ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისმა" ნიკეას ქუჩის მონაკვეთზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. უსაფრთხოების კუნძულზე ე.წ. მოხვევის მიმართულების ნიშნის დამატებით დამონტაჟება თავის მხრივ ხელს შეუწყობს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოები ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ საპატრულოსთან შეთანხმებით შეასრულა.