- Advertisement -

ქუთაისში “ოქროს ჩარდახში” ცისფერყანწელთა თემაზე პერფორმანსი გაიმართა

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

"ოქროს ჩარდახში" ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართა პერფორმანსი სადაც მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ასი წლის წინანდელი ქუთაისი გააცოცხლეს.

მოეწყო XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, წარმოდგენილი იყო პანტომიმის და ნიღბების მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენები.

ქუთაისში ღონისძიებების ორგანიზატორი ტირიზმის ეროვნული ცენტრია.

საღამოს 8 საათზე რეაბილიტირებულ უბანში გალა კონცერტი გაიმართება რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Comments
Loading...