- Advertisement -

ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

ღონისძიება საპატრიარქოს ჩოხოსანთა იმერეთ-ქუთაისის ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით იმართება.

მსვლელობაში ჩართული არიან სასულიერო პირები, მრავალშვილიანი დედები და პატრიარქის ნათლულები.

მისალმებებისა და მცირე საკონცერტო ნომრების შემდეგ, ორის ნახევრისათვის თეატრიდან ბაგრატის ტაძრისაკენ მსვლელობა დაიწყება.

ბაგრატის ტაძარში, ჯვარდაუწერელი წყვილები ჯვარს დაიწერენ და შედგება ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიალი.

Comments
Loading...