ქუთაისში, პარტია “ევროპულმა საქართველომ” პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა ქუთაისი დამატების თარიღი 23 სექტემბერი, 2017 444 ქუთაისში, პარტია "ევროპულმა საქართველომ" პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. გიგა ბოკერიას თქმით, პირველი ნომრის შემდეგ სია პირობითია. საკრებულოში მოხვდება ის, ვინც გაიმარჯვებს ან სხვებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. "არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თითოელი მათგანი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატს დაუთმობს ადგილს"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე განმარტებით, ასეთი წესი ხელს შეუწყობს პარტიის ღიაობას. პარტიის სიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გოგისვანიძე დავითი 2. ქუმელაშვილი ნანა 3. დათუსანი ელისო 4. მაღლაკელიძე ანდრო 5. მეშველიანი მერაბი 6. ჩიხლაძე თეონა 7. ქორიძე კახა 8. გვამბერაძე რევაზი 9. ძოწენიძე ამირანი 10. ხუციშვილი გიორგი