- Advertisement -

ქუთაისში, პერფორმანსს “ცისფერყანწელთა ქუთაისი” გიორგი ჭიღვარია და გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პერფომანსით გაგრძელდა. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახში“ თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობემა მიიღეს.

„ოქროს ჩარდახში“ გასული საუკუნის 20-იანი წლების „ცისფერყანწელთა“ ქუთაისი გაცოცხლდა. სანახაობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ. ქუთაისის მერი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა ასევე დაათვალიერეს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ყველაზე დიდია საქართველოში. საღამოს ქუთაისში ისტორიულ უბანში კი მომღერალ თორნიკე ყიფიანის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება, სადაც ასევე მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

Comments
Loading...