- Advertisement -

ქუთაისში პრეზერვატივების შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახულებას აპროტესტებენ

"წმინდა თამარ მეფის შეურცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", "კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია", "არა, ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას" – ამ მოწოდებებით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში, საქართვლოს პარლამენტთან.

აქციის მონაწილეები კოპმპანია "აიისას" მიერ დამზადებულ პრეზერვატივების შეფუთვაზე თამარ მეფის პორტრეტის ასახვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნდა განადგურდეს პროდუქცია და დაისაჯონ კომპანიაში პასუხისმგებელი პირები.

ისინი მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, რომ კანონით დარეგულირდეს მსგავსი ქმედებები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

Comments
Loading...