ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 6 აპრილი, 2021 87 მედიის წარმომადგენლებმა გუშინ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის,მერიის შენობიდან , ძალის გამოყენებით გამოყვანა გააპროტესტეს. ,, მერიის შენობიდან ჟურნალისტის მსგავსი ფორმით გამოძევების ფაქტი არ მახსენდება. თუ ჟურნალისტი იქცეოდა არასწორად შენობის დაცვის სამსახურს, მითუმეტეს დამატებით მობილიზებულ ძალებს შეეძლოთ მისთვის მიეთითებინათ და ეს არ მომხდარიყო იმგვარად , როგორც კადრებში ვნახეთ. ეს იყო ძალის დემონსტრირება და არა კანონის აღსრულება.“-განაცხადა აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერის კაბინეტში შევიდა და მასთან შეხედრას ითხოვდა, შენობა მას სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ქუთაისი