- Advertisement -

ქუთაისში რამდენიმე ოჯახი დამეწყრის საფრთხის წინაშე დგას

ქუთაისში გელათის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახები დამეწყრის საფრთხის წინაშე დგანან.

ადგილობრივების განცხადებით უკვე ერთ წელზე მეტია სატვირთო ავტომობილებით ერთ-ერთი კომპანია ჭახათას კარიერიდან ქვებს ეზიდება, რაც მათ საფრთხეს უქმის, მიწა დროდადრო ცვივა და თუ კონპანია დროულ რეაგირებას არ მოახდენს, შესაძლოა პრობლემამ საცხოვრებელი სახლები დაანგრიოს.

"რამდენჯერმე ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს, ერთ წელზე მეტია ეს პრობლემა გვაწუხებს, წვიმის დროს მიწა ცვივა და სახლების დანგრევის საშიშროებას ქმნის. ყურადღება მოგვაქციონ ვიდრე საცხოვრებლ სახლებს მიწა და წყალი წაგვართმევს, გაუსაძლისია უკვე"- აცხადებს გელათის ქუჩაზე მცხოვრები შალვა შანიძე.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივებს პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიისთვის არ მიუმართავთ.

"მივალთ და ადგილზე შევისწავლით სიტუაციას, აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას განცხადებით არ მოუმართავს მერიისთვის, თუ საფრთხე ნამდვილად არსებობს, იმ ორგანიზაციასთან, რომელიც კარიერზე მუშაობს, განვიხილავთ საკითხს და მივირებთ შესაბამის ზომებს"- აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

Comments
Loading...