- Advertisement -

ქუთაისში საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა

ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრმა “ღია სახლი” ლიტერატურულ კლუბ “წიგნების თაობასთან” ერთად, საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა.

საქველმოქმედო ბაზრობის მიზანია ქ.ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სენსორული ოთახით სარგებლობის სერვისი. პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც “ღია სახლი”-ს ბენეფიციარები, ასევე რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე პირები, რომლებსაც სენსორული ინტეგრაციის სირთულე აქვთ. საქველმოქმედო ღონისძიებაში ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ჩაერთო, რომელმაც გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარადგინა.

საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობა მიიღებს, ქ.ქუთაისში რეგისტრირებულმა საჯარო და კერძო სკოლებმა, ბაღებმა და სხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებმა.

Comments
Loading...