- Advertisement -

ქუთაისში სამი დღის წინ დამონტაჟებული ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები დააზიანეს

ქუთაისში, მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში სამი დღის წინ დამონტაჟებული ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები დააზიანეს. დაზიანებულია საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები.

"ეს ფაქტი არ დაგვაბრკოლებს და მომავალშიც კარგ იდეებს შევთავაზებთ საზოგადოებას. უბრალოდ მინდა იცოდნენ რომ ჩვენ ყველა ზარალზე გვექნება რეაგირება და არ დავხუჭავთ თვალს. ეს სიკეთე ჩვენთვისაა და უნდა ვისწავლოთ როგორ მიზნობრივად გამოვიყენოთ და არა გამიზნულად დავაზიანოთ"- განაცხადა "აიპრესთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "RICDOG"-ის კომუნიკაციების მენეჯერმა გვანცა თოთაძემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი სამი დრის წინ დადგეს.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის, Сharging Eco Space-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

Comments
Loading...