- Advertisement -

ქუთაისში, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

ქუთაისში, "აიას" აკადემიის მოედანზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, 2008 წელს დაბადებულთა შორის, დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეჯიბრების ორგანიზატორი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.

ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს: ქუთაისის "კოლხიდა", "ავანგარდი", "ტორპედო", "მართვე" , სამტრედიის "სამტრედია", "სამტრედია 2009", ტყიბულის "მეშახტე" და ხონის "იმერეთი".

გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა კი 12 მარტს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს მედლებთან ერთად სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.
სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი პირველად გასული წლის 8 მარტს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო.

Comments
Loading...