- Advertisement -

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ვიცე-მერებს ხვდებიან

მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ის პრობლემები გააცნეს, რაც საცხოვრისში შესახლების შემდეგ აწუხებთ.

უსახლკაროები ამბობენ, რომ შენობა ფაქტობრივად ამორტიზებულია და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ვიცე-მერის თქმით, სამხარაულის დასკვნა უკვე გადაეგზავნა საგამოძიებო უწყებებს, სადაც წერია, რომ შენობა დარღვევებით არის აშენებული. უკვე დაევალა კომპანია ,,სანოს" დარღვევების აღმოფხვრა. შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა.

Comments
Loading...