ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა ქუთაისი დამატების თარიღი 10 ივლისი, 2018 169 ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულელოვანი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, გადმოვარდნის მიზეზი მათთვის უცნობია. მისი თქმით, 13 წლის გოგონა მეორე სართულზე არსებულ რკინებზე დაეცა, რამაც მისი შეკავება გამოიწვია. დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯრთელობისდგომარეობა სტაბილურია, მას ტვინის შერყევა აქვს, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი.