- Advertisement -

ქუთაისში, სოცმუშაკების პროტესტი გრძელდება

გაფიცული სოცმუშაკები მეხუთე დღეა აქციებს მართავენ. გაფიცულები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

“პროტესტი გრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. მართალია მუშაკთა ნაწილი შეხვდა მინისტრს, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს საკითხი და იმსჯელეს ოთხი პუნქტის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროტესტი გაგარძელდება, ვიდრე მოთხოვნები მაქსიმალურად არ დაკმაყოფილდება”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია რა ხდება სააგენტოში ბენეფიციართა მომსახურების მხრივ, თუმცა აცხადებენ, რომ ბენეფიციარები დახმარების თხოვნით მათ უკავშირდებიან. გაფიცული სოცმუშაკები დღეს “საიას ” ოფისშიც იმყოფებოდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულე არიან, ისინი ხელფასების გაზრდას და სერვისების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

Comments
Loading...