- Advertisement -

ქუთაისში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ დრომდე არ მუშაობს. ისინი ტაქსის მომსახურრბაზე ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მათ პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

ტაქსის კომპანიში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება.

აღნიშნული ტაქსის კომპანია კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა, კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს, რაც დასაქმებულების პროტესტის მიზეზი გახდა.

Comments
Loading...