ქუთაისში, ტექსტილის სამკერვალო ქარხანა პროდუქციას ევროპისთვის ამზადებს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 15 თებერვალი, 2019 87 ქუთაისში, ტექსტილის საწარმო ემჯიემტექსმა წარმოება გააფართოვა. ამჯერად სამკერვალო ქარხანა პროდუქციას ევროპისთვის ამზადებს. საწარმომ ხელშეჯრულება H&M-თან გააფორმა, კონტრაქტის ფარგლებში საწარმო კომპანიის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. ამ დროისთვის საწარმოში 300 თანამშრომელია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია. საწარმო მოლაპარაკებებს MANGO-სთან და სხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს. დღეს საწარმოში სამუშაო პროცესი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა. სამკერვალოქუთაისი