ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის 3 სალონი ერთ თვეში სამჯერ გაქურდეს ქუთაისი დამატების თარიღი 12 ოქტომბერი, 2017 489 ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის 3 სალონი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ გაქურდეს. როგორც სილამაზის სალონში დასაქმებულები აცხადებენ, დილით სალონში მისულებს სალონის ინვენტარი და თანხა წაღებული დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს, ამ დროისთვის კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობას.