- Advertisement -

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია

ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით ''ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 12.45 პროცენტი მიიღო, ხოლო ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.95 პროცენტი.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ქუთაისში სულ 124 უბანი, აქედან ერთი სპეც-უბანი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებდა.

ქუთაისში სულ 152 546 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

წინა ტურთან შედარებით გუშინ არჩევნებზე ამომრჩევლების ნახევარი მივიდა.

Comments
Loading...