- Advertisement -

ქუთაისში, ჭავჭავაძის №46 კორპუსში მცხოვრებლები ნახვარსაუკუნოვანი ნაძვის ხეების მოჭრას აპროტესტებენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის №46 ნომერ კორპუსში მცხოვრებლები, ბინასთან არსებულ სკვერში მინის კონსტრუქციის მშენებლობას და ნახვარსაუკუნოვანი ნაძვის ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ გასულ წელს გასცა, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა და გუშინ საღამოდან ისევ განახლდა.

მათივე განცხადებით, გახანგრძლივებულ ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ადგილზე სამუშაოები განახლდა და მოხდა საძირკვლის მოწყობა.

ჭავჭავაძეზე მცხოვრებლები მერიას მოუწოდებენ შეაჩერონ ნებართვა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები ეწირება.

ადგილობრივების პროტესტს "ნაცოინალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი საქართველოს" წევრებიც შეურთდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით მერიას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე შპს "იმერეთის" მფლობელები, მსუბუქი კონსტრუქციის შენობას აგებენ, სადაც სავარაუდოდ, კაფე მოეწყობა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, კომპანიას ნებართვა არ გაუგრძელდება და ქალაქის მერის გადაწყვეტილებით სკვერი თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შ.პ.ს. "იმერეთი" დაჯარიმდება.

Comments
Loading...