ქუთაისში ხახანაშვილის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისი დამატების თარიღი 10 იანვარი, 2018 383 ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს მშენებლობის დროს, 60 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცს გული გაუსკდა რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.