- Advertisement -

ქუთაისში, ხუთსართულიანი კორპუსის დამწვარი სახურავი დროებით გადაიხურა

ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N20 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის უკან ხანძრის შედეგად დაზიანდა, გადახურვის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე დროებითი გადაიხურა, რაც ამინდის მოსალოდნელი ​ გაუარესების გამო მოხდა.

სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე დღეში მოგვარდება ყველა საკითხი, რომელიც გადასახურ მასალას უკავშირდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.

Comments
Loading...