ქუთაისში, 30-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი პოლიციელს 11 წლის შვილის ცემაში ადანაშაულებს ქუთაისი დამატების თარიღი 13 დეკემბერი, 2017 360 როგორც თამარ ქემოკლიძე აცხადებს, თანაკლასელებმა გუშინ იკამათეს, დღეს კი ბავშვის მამა, რომელიც ამავდროულად არის პოლიციის თანამშრომელი, სკოლაში მივიდა, მეხუთე კლასელ ბავშვს სახეეში გაარტყა და ყური აუწია. "ატირებული მოვიდა ბავშვი სახლში, ყური ჰქონდა გაწითლებული. მომიყვა, რომ "ქალოია" დაუძახებია ორი კვირის წინ მის კლასელს, გუშინ კი თვითონ უთხრა. დღეს დილით მისულა მშობელი,რომელიც პოლიციელია და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა"- ამბობს ქემოკლიძე. არასრულოვანის ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს . სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ შემთხვევა მოხდა, თუმცა ეს არ მომხდარა სკოლაში, ეს მოხდა სკოლის გარე ტერიტორიაზე.