ქუთაისში, “9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 9 აპრილი, 2021 7 ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს. დღესვე 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო – გამოფენა მოეწყო. „ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. ქუთაისი