ქუმსიშვილი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: ამას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 აპრილი, 2018 186 ამ წუთებში ტყიბულის მინდელის სახელობის შახტასთან გარდაცვლილების ოჯახის წევრები იკრიბებიან. მათი ამ დრომდე არ იციან დაზუსტებით რა მოდა შახტაში. ისინი დამატებითი განმარტებების გაკეთებას ელოდებიან. რამდენიმე წუთის წინ ტყიბულში ჩავიდა პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს იყო უკიდერუსად ცუდი შემთხვევა, რასაც რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.