- Advertisement -

ქუჩის ხელოვნების – Street art-ის პირველი ნიმუშები სენაკში

სენაკში ქუჩის ხელოვნების – Street art -ის პირველი ნიმუშები შეიქმნა.

თეატრალურ მოედანზე, ყოფილი სასტუმრო ,,ეგრისის’’ კედელზე, სულხან-საბა ორბელიანის გამონათქვამისა და ტრადიციული სენაკური წითელი აგურის სახლების მოტივების გამოყენებით, კედლის ორიგინალური მხატვრობები მოეწყო.

კედლის თემატური მოხატვა ასევე მიმდინარეობს ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში, რომელიც გამოჩენილ ქართველ ებრაელს, სენაკური წარმოშობის მწერალს, მთარგმნელს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ჯემალ აჯიაშვილს ეძღვნება.

პროექტი საინიციატივო გაერთიანება ,,ჩვენი სენაკის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ეწყობა და, სამომავლოდ, ქალაქის სხვა უბნებსაც მოიცავს.

კედლის მხატვრობები სენაკში ხორციელდება International Alert-ისა და ,,კავკასიური სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

Comments
Loading...