- Advertisement -

ღვინის კომპანიები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებენ

რთველი-2017-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა გიორგი სამანიშვილის განაცხადებით, კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არიან სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი შეუფერხებლად მიიღონ და გადაამუშაონ.

"როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არის მევენახეებისგან მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად და მთლიანობაში 77 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში“- განახადა სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაიით, 12 სექტემბრის 16.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 23 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა კი ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 23 მლნ ლარი მიიღეს.

Comments
Loading...