- Advertisement -

ყაზახი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ყაზახი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. წამყვანი ტელეკომპანიებისა და მედიაგამოცემების 10-მდე ჟურნალისტი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს.

მათ უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ასევე დაესწრნენ დელფინების შოუს და მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლასში. გარდა ამისა, იმოგზაურეს მთიან აჭარაში და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. კერძოდ, კი გაიარეს ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტი, ეწვივნენ ადგილობრივ ღვინის მარანს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო ფოლკლორის თანხლებით დააგემოვნეს. ისინი ასევე, დაესწრნენ ევროპის ჩემპიონატს ყაზახურ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. გარდა პრესტურების და ინფოტურების ორგანიზებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონს ყაზახეთში გარე და აქტიური ონლაინ რეკლამით უწევს პოპულარიზაციას. 

Comments
Loading...