- Advertisement -

“ყაზტრანსოილის” გენერალური დირექტორი პორტში მოშიმშილეებთან შეხვედრას გეგმავს

ბათუმის პორტში ყაზახეთიდან დღეს დილით უკვე ჩამოვიდა კომპანია "ყაზტრანსოილის" გენერალური დირექცია.

ხელმძღვანელობა ამ წუთებში მოშიმშილეებთან შეხვედრას გეგმავს. გაფიცული პორტის თანამშრომლები კი ხელმძღვანელობასთან მედიატორის გარეშე შეხვედრაზე უარს აცხადებენ. ისინი ითხოვენ მოლაპარაკებებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწროს. ბათუმის პორტში დასაქმებული 6 ადამიანი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

Comments
Loading...