ყარაჯალოში, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია კვლავ მიმდინარეობს ipressთელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მარტი, 2019 74 საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა ამ წუთებში მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ,კერძო პირზე გასხვისებული ტერიტორია სოფლის საკუთრებაში დაბრუნოს. “არ დავთმობთ ამ საძოვრებს.მთავრობას უნდა დრო გაწელოს.რა ვქნათ,მესაქონლეობაა ჩევნი ძირითადი შემოსავალი.საქონელი სად წავიყვანოთ,,- განაცხადეს ადგილობრივებმა. მოსახლეობის პრობლემის გასაცნობად ადგილზე ჩავიდა მუნიციპალიტეტის მერი.აქციას შეუერთდნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ცნობისათვის ყარაჯალას მოსახლეობა 16 ჰექტარი ტერიტორიის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათი განმარტებით, კერძო პირზე ერთი წლის წინ ადგილობრივებთან შეუთანხმებლად გასხვისდა. აქციათელავიყარაჯალო