- Advertisement -

ყვარელის მუნიციპალიტეტში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თავდაპირველად, სოფელ ენისელში ცეცხლი მიტოვებულ ორსართულიან სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა.

სახანძრო სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ამის მიუხედავად, სრულად განადგურდა ორი საცხოვრებელი სახლი და ერთი სახლის პირველი სართული.

რა სახით მოხდება დაზარალებულების დახმარება, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება 188 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

Comments
Loading...