- Advertisement -

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შონაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...