ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 1 აპრილი, 2021 14 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით,თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგნენენ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. Yvareliყვარელი